საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. ირაკლი კობახიძე, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.
„ჩვენთვის არის უდიდესი პატივი ამ ისტორიული უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსის ტარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბელორუსსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.