23 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
დაძაბული ვითარება ლუგანსკში - შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს

ლუგანსკში დაძაბული ვითარებაა. ქალაქის ცენტრი დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, რომლებსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციული შენობების ყველა შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.

ინფორმაციას და ვიდეო მასალას ადგილობრივი ტელეარხები ავრცელებენ. მედიის ცნობით, შეიარაღებულ პირებს ფორმებზე არ აქვთ არანაირი ნიშანი, რითაც მათი ვინაობის დადგენა იქნება შესაძლებელი. ისინი არ ემორჩილებიან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ბრძანებებსაც.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოსაზრება, რომ შეიარაღებული ჯგუფები შესაძლოა, ლუგანსკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, რადგან გუშინ ე.წ. ლიდერმა შინაგან საქმეთა დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი, მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა დასახელდა.

დღის ამბები