19 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ნიუ იორკმა "ემის საერთაშორისო პრემიის" დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა

ნიუ იორკმა "ემის საერთაშორისო პრემიის" დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. პრესტიჟული სატელევიზიო ჯილდო, რომელსაც სატელევიზიო ოსკარს უწოდებენ, პირველად გადაეცა ნორვეგიულ ტელეშოუს.

ტელეპროექტი "სიმდიდრე" წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა. ჯილდო საუკეთესო ტელეფილმისა და მინისერიალის კატეგორიაში ფრანგულ დრამას "არ მიმატოვოს" გადაეცა.

ცერემონიის ფავორიტები ბრიტანელი ხელოვანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მთლიანობაში "ემის" 11 ქანდაკება მოიპოვეს, მათ შორის საუკეთესო მსახიობების ნომინაციებში. ბრიტანელი კენეტ ბრანა საუკეთესო მსახიობად "ვალანდერში" შესრულებული როლისთვის აღიარეს.

ამავე კატეგორიაში ქალებს შორის "ემი" ანა ფრილს გადაეცა, რომელმაც მთავარი გმირი სერიალში "მარჩელა" განასახიერა.

"ემი" გადაეცა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. BBC-ის პროექტი "გამოხსნა - გზა ევროპისკენ" საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა.

დღის ამბები