25 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
სტალინი საქართველოში უნდა გადაასვენონ - რაზმან კადიროვი კვლავ კრემლის ყველაზე არაპოპულარულ იდეებს ახმაურებს

რუსული პოლიტიკის ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რაზმან კადიროვი კვლავ კრემლის ყველაზე არაპოპულარულ იდეებს ახმაურებს. კადიროვი ამბობს, რომ სტალინი, რომელიც რუსეთში ვლადიმერ პუტინზე პოპულარულია და რომელიც სამ უდიდესს რუს მოღვაწეს შორის თავად მოქალაქეებმა დაასახელეს, საქართველოში უნდა გადაასვენონ.

ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ლენინი მავზოლეუმიდან უნდა გამოიტანონ და დაკრძალონ, სტალინი კი საქართველოში გადმოასვენონ.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში მსჯელობის საგანი გახდა. საზოგადოება "სტალინის" თავმჯდომარე, გრიშა ონიანი აცხადებს, რომ სტალინის განსასვენებელი სწორედ იმ იმპერიაში უნდა იყოს, რომელიც თვითონ შექმნა.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატში გრიგორი კარასინთან მსგავს საკითხზე მსჯელობა კატეგორიულად გამორიცხა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე კი, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად, გორში სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი აქვს გადასაწყვეტი, სტალინის ნეშტის გადმოსვენებას მიუღებლად მიიჩნევს.

სტალინის ძეგლის გორში ან სტალინის სახლ-მუზეუმში ხელახლა დადგმაზე მსჯელობა, გორის საკრებულოში 2013 წლიდან დაიწყო და ამის გადაწყვეტა, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის საკრებულოს უახლოეს თვეებში მოუწევს. 

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები