20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
"პოლიტიკური ერთგულებისთვის ლეგალიზებული ქრთამი"-საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის ანაზღაურებამ 9 თვეში მილიონ ლარს მიაღწია

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლის მიერ 9 თვეში აღებულმა პრემია-დანამატების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.

ცხრა მოსამართლემ ანაზღაურების სახით იანვრიდან სექტემბრის ჩათვლის 806 632 ლარი მიიღო. აქედან ხელფასი 494 100 ათასი ლარი, დანამატი 222 382 ლარი, პრემიაზე კი 90 150 ლარი იყო.  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ხელფასი, დანამატი და პრემია 9 თვეში სულ - 100365 ლარი იყო, მისმა მოადგილემ ლალი ფაფიაშვილმა 91665 ლარი აიღო, ამდენივე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანზე მერაბ ტურავაზე გაცემული თანხა. ფაფიაშვილსა და ტურავაზე მეტი კი მეორე მოადგილეს თეიმურაზ ტუღუშს შეხვდა - სულ 97 965 ლარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, რომლებსაც ასეთი მაღალი ანაზღაურება აქვთ, სხვადასხვა გახმაურებული საქმეებს განიხილავდნენ, მათ შორის იყო "რუსთავი 2"-ის და ე.წ. "კაბელების" საქმეები.

ოპოზიცია თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ასეთ მაღალ ანაზღაურებას პოლიტიკური ერთგულებისთვის ლეგალური ქრთამის სახით იღებენ.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ მალე საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებები შევა და ეს  ამ პროცესს დაარეგულირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები