19 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
26-ნომრიანი სასტუმრო ცესკო-ს შენობაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი დაიხარჯება

ცესკო საკუთარ შენობაში 26 ნომრიან სასტუმროს განათავსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი იხარჯება. მიუხედავდა იმისა, რომ „კურიერი“ შენობის გასაიდუმლოებულ სართულზე არ შეუშვეს, „რუსთავი 2"-სთვის ცნობილი გახდა ყველა დეტალი, რომელიც თამარ ჟვანიას უწყებაში სასტუმროს მშენებლობას უკავშირდება.

საქართველოში ცესკო იქნება პირველი სახელმწიფო უწყება, რომელსაც სტუმრების მოსასვენებელი ადგილი საკუთარ შენობაშივე ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც სარჩევნო ადმინისტრაციაში სასტუმროს მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლა, ამბობს, რომ თამარ ჟვანია მისი და ცესკო-ს თანამშრომლების ფუფუნებაზე ფულს ბიუჯეტიდან ხარჯავს.

424 ათას ლარი მხოლოდ სასტუმრო ნომრების რემონტი დაჯდება, დამატებით ფული დაიხარჯება ნომრების მოსაწყობად, ავეჯის, ტექსტილის, ელექტროტექნიკისა და სხვა აქსესუარების შესაძენად.

ცესკო-ს საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ადმინისტრაცია არა სასტუმროს, არამედ ტრენინგ-ცენტრს აშენებს. ოთარ ბუსკივაძის თქმით, ტრენინგებისთვის თბილისში ჩამოსული საოლქო კომისიების წევრები ღამესაც იქ გაათევენ, თუმცა მოსასვენებელ ადგილს მაინც ტრენინგ ცენტრი ჰქვია.

ცესკო-ში კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ კომპანიაში, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, ზუსტად იციან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მე-6 სართულს სასტუმროსთვის არემონტებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მე-6 სართულზე სასტუმრო ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევა. 

დღის ამბები