25 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით დანამატებსა და პრემიებს ჩინოვნიკები საკუთარ თავს თავად უწერენ

სააგენტო „რეგინფოს“ მთავარი რედაქტორი, რომელმაც მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ცდომილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

როგორც „არჩევანში“ საუბრისას გელა მთივლიშვილმა განაცხადა, მაღალჩინოსნების შემოსავლების დათვლა მოხდა მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამიტომ მათ თუ თავად არ ჩაუწერიათ არასწორი მონაცემები გამორიცხულია გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორი იყოს.

მისივე თქმით თანამდებობის პირების სარგო 2 500 ლარიდან იწყება და 4 000 ლარამდე მერყეობს, თუმცა ეს არ აფერხებთ მათ, რომ ანაზრაურებაზე მეტი ოდენობის დანამატები და პრემიები გამოიწერონ.

გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, უმეტესწილად ჩინოვნიკები პრემიებს და დანამატებს საკუთარ თავებს თვითონ უწერენ.

დღის ამბები