24 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
"ახალაია, რომ დადიოდა ძვირადღირებული მაქანით, ეს ამართლებს იმას, რომ სუბარმაც უნდა იაროს ძვირადღირებული მანქანით?"-გოგორიშვილის პასუხი გვიდიანს

ხათუნა გოგორიშვილი ანდრია გვიდიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ  ბაჩო ახალაია 400 ათასი დოლარის ღირებულების მანქანით დადიოდა. ხათუნა გოგორიშვილის თქმით ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოზარ სუბარმა ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანმაც იგივე უნდა გააკეთოს რადგან ესეთი საქციელი ნებისმიერ შემთხევაში არის დაუშვებელი. 

"ბაჩო ახალაია, რომ დადიოდა ძვირადღირებული მაქანით, ეს ამართლებს იმას, რომ სოზარ სუბარმაც უნდა იაროს ძვირადღირებული მანქანით?"-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, მსგავს განმარტებებს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები იმ მოტივით აკეთებენ, რომ გადაფარონ კოლოსალური რაოდენობით გაცემული პრემია-დანამატები.

„ჩვენი მაყურებელი, რომ გააღებს მაცივარს და ნახავს შიგნით რა აქვს პროდუქტი  არაფერში არ აინტერესებს რამდენი საფეხურით გადაინაცვლა საქართველომ ამა თუ იმ საერთაშორისო რეიტინგში,“-განაცხადა გოგორიშვილმა.

დღის ამბები