24 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
AUDI A6 და KIA SORENTO, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზეა, წინა ხელისუფლების პერიოდშია შეძენილი - Factcheck

„სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მდგომარეობით AUDI A6-ის ნარჩენი საბალანსო ღირებულება ანუ საბალანსო ღირებულებას მინუს აკუმულირებული ცვეთა, 50 ათას 294 ლარია. აღნიშნული მანქანა სოციალური მომსახურების დირექტორს ემსახურება,“ - ეს ინფორმაცია Factcheck-მა „არჩევანის“ ეთერში გასული ინფორმაციის შემდეგ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს.

Factcheck-ის ინფორმაციით, მანქანა, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი საუბრობს და ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ემსახურება, წინა ხელისუფლების მიერ არის შეძენილი.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მდგომარეობით AUDI A6-ის ნარჩენი საბალანსო ღირებულება ანუ საბალანსო ღირებულებას მინუს აკუმულირებული ცვეთა, 50 ათას 294 ლარია. აღნიშნული მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ემსახურება. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ჰყავს პირადი მძღოლიც. KIA SORENTO-ს ნარჩენი საბალანსო ღირებულება 28 ათას 675 ლარია. აღნიშნული მანქანით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გადაადგილება. მასაც ემსახურება პირადი მძღოლი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანები შეძენილია წინა ხელისუფლების პერიოდში. AUDI A6 2012 წელს დასაქმების სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი და დასაქმების სახელმწიფო მინისტრს ემსახურებოდა,“ - აღნიშნულია FACTCHECK-ის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს და განმარტავს, რომ AUDI A6-ით ახლა არ უნდა გადაადგილდებოდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.

„მათ შორის, პრობლემები, რომ იყო, იმიტომ ვართ, ამ წუთას ჩვენ ოპოზიციაში, რომ რაღაც ისე არ იყო. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას ხალხი არ მიიღებდა. თუმცა, იმას არ ნიშნავს, რომ 94 ათას ლარად შეფასებული ავტომობილით დღეს სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა გადაადგილდებოდეს, რასაც ეს წერილიც ადასტურებს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები