19 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
გელა მთივლიშვილის ინფორმაციით გამგებლები საბანკო სესხით ყიდულობენ ქონებას და იწერენ იმდენ დანამატს, რამდენიც ვალის დასაფარად სჭირდებათ

სააგენტო „რეგინფოს“ მთავარი რედაქტორის ინფორმაციით არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იღებენ ბანკიდან კრედიტს და შემდეგ იწერენ ზუსტად იმ რაოდენობის დანამატს, რაც ამ ვალის დასაფარად არის საჭირო.

გელა მთივლიშვილის თქმით ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა მაგალითად შუახევში, სადაც ყოფილმა გამგებელმა აიღო კრედიტი, ამ თანხით შეიძინა უძრავი ქონება და შემდეგ გამოიწერა ზუსტად იმდენივე დანამატი, რაც ამ ვალის დასაფარად სჭირდებოდა. ანალოგიური მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, სადაც გამგებელმა 12 000 ლარად შეფასებული ვენახი საბანკო კრედიტით შეიძინა და შემდგომ ეს ვალი დანამატის საშუალებით დაფარა. 

დღის ამბები