16 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
გადადებული ფრენა - მემინგემი-ქუთაისის რეისი განხორციელებას 150 მგზავრი ამ დრომდე ელოდება 

გერმანიაში, მემინგემი-ქუთაისის რეისის განხორციელებას ამ დრომდე ელოდება 150 მგზავრი. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მემინგემის აეროპორტში იმყოფებოდნენ. ფრენის გადადების მიზეზი უცნობია.

მგზავრები ამბობენ, რომ მათ არც სასტუმროს ხარჯი აუნაზღაურეს და Wizzair-ის წარმომადგენელთანაც კომუნიკაცია ვერ შედგა. ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე არ პასუხობენ "კურიერის" სატელეფონო ზარებსაც.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც, რის შემდეგაც მგზავრებს აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალური ტერიტორია გამოუყვეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ადასტურებს განრიგში ცვლილებას და აცხადებს, რომ თვითმფრინავი საქართველოს მიმართულებით დღის პირველ საათზე გამოფრინდება. თუმცა, მიზეზებს ვერც აეროპორტში ასახელებენ.

“იმის მაგივრად, რომ უზრუნველყო სასტუმრო, კომპანიამ გვითხრა, შეგიძლიათ დარჩეთ აეროპორტის ტერიტორიაზე და თბილად იქნებით, არ გაგყრით გარეთ და მოგვცა 16 ევროიანი ვაუჩერი. შემდეგ შემოთავაზება იყო გადაიხადეთ თქვენ, დაჯავშნეთ სასტუმროო,“ - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი ლაშა ბაბუხატია.  

დღის ამბები