23 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე - Q-Net-ის ბილბორდი სკანდალის მიზეზი ხდება

მარკეტინგული კომპანია Q-Net საზოგადოების უკმაყოფილების მორიგი მიზეზი ხდება. საქმე ამჯერად ქალაქის ცენტრში, კერძოდ კი ყაზბეგის გამზირზე განთავსებულ მის სარეკლამო ბანერს ეხება, სადაც საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი.

ფაქტს თბილისელების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. თავად კომპანიაში კი განმარტავენ, რომ მიზეზი კონკრეტული ტურისტული კომპანიის დაფარვის ზონას უკავშირდება.

ოფიციალურ განმარტებებს საზოგადოებისთვის ქსელური მარკეტინგის კომპანია სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.

„მითითებულია საქართველოს რუკაზე ის ადგილები, სადაც კურორტები განთავსდება. ბორჯომში, კახეთში, თბილისში და ბათუმში, სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევთავაზოთ კლიენტს აფხაზეთის ტერიტორიაზე კურორტი, აქედან გამომდინარე შესაბამისად, აფხაზეთის ადგილზე არცერთი კურორტი მინიშნებული არ არის,“ - აცხადებს მარკეტინგული კომპანია Q-Net-ის წარმომადგენელი იასე ზაუტაშვილი.

დღის ამბები