24 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისევ სროლის ხმა ისმის - სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო 

სროლის ხმა ისმის ისევ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. სროლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დაახლოებით ერთი საათის წინ კი, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა. 

შენობიდან, სადაც სავარაუდოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, გამოდის კვამლი, ჩამსხვრეულია შუშები. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალის მობილიზება მოხდა. ადგილზე შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიყვანეს. ადგილზე შეყვანილია სპეციალური ჯავშანმანქანები - ე.წ.  "კობრა". სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.  

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება. ტექნიკა იმ სადარბაზოსთან განთავსდა, სადაც სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია მიმდინარეობს. სპეცრაზმელები პოზიციებზე არიან განლაგებული. 

დღის ამბები