20 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
"ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - დაჭრილი სპეცრაზმელის ოჯახი ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

დაჭრილი სპეცრაზმელის ოჯახის წევრების  ამ წუთებში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფებიან.

დაჭრილის ახლობლის ნათია ყურაშვილის განცხადებით, მათ იციან მხოლოდ ის, რომ ოპერაცია დასრულებულია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,“-განაცხადა ნათია ყურაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინგოროყვას კლინიკაში კიდევ ერთი დაჭრილი სპეცრაზმელია შეყვანილი, ამ ეტაპზე არავინ ადასტურებს.    

დღის ამბები