25 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
4 შტურმი, ერთი დაჭრილი და ერთი დაკავებული - სპეცოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს

ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დღეს დილიდან ისმის.

შტურმი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დამნაშავეების ასაყვანად 4-ჯერ განახორციელეს. გაჩნდა ძლიერი ცეცხლი. სამართალდამცავები კორპუსის მიმდებარედ მთელ ტერიტორიაზე არიან  მობილიზებული, შეიარაღებული პოლიცია ეტაპობრივად ცდილობს იმ სადარბაზოსთან მიახლოებას, სადაც სავარაუდოდ ტერორიზმში ბრალდებული უცხოეთის 3 მოქალაქე ცხოვრობს.

ე.წ. კობრები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლის ბრალდებულებმაც გაუხსნეს, კონკრეტულად კი შეიარაღებულმა პირებმა რამდენჯერმე ხელყუმბარაც გამოიყენეს.

უკვე 17 საათია სპეცოპერაცია სავარაუდო ტერორიზმში ბრალდებული პირების დასაკავებლად უწყვეტად მიმდინარეობს.

შეიარაღებული სპეცოპერაციის დროს რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. ერთ-ერთ სპეცრაზმელს ურთულესი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული, მას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა მისის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები