19 აპრილი 2024,   07:06
ვრცლად
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ლიკვიდირებულია 3 - სუს-ი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3,- ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. 

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალქეები არ იყვნენ და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები