19 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
დაუზუსტებელი ინფორმაციით შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი ლიკვიდირებულია

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი. თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტერიტორია უკვე დატოვა სპეცრაზმის ნაწილმა, ასევე ადგილიდან გაიყვანეს სპეცოპერაციის დროს დაზიანებული სამართალდამცავების მანქანები.

მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია დასრულებულია, ამ ეტაპზე რამდენიმე მოქალაქეს არ აქვს საშუალება, რომ შევიდეს საკუთარ სახლში სახლში. უსაფრთხოების ზომები ადგილზე ისევ გამკაცრებულია. 

დღის ამბები