24 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - რეფერალურ საავადმყოფოში 3 დაჭრილი შეიყვანეს 

თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში სპეცდანიშნულების რაზმის 3 წევრია შეყვანილი. ორი მათგანი წვივის არეშია დაჭრილი, ერთი კი ბარძაყის არეში, თუმცა ჯერჯერობით მათ ოპერაცია არ უტარდებათ.

მათ წინასაოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები უტარდებათ და ერთ-ერთი მათგანის ოპერაცია მალე დაიწყება. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სპეცრაზმელებმა დაზიანებები, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მიიღეს. დაჭრილები ისნის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით 1 საათის წინ გადაიყვანეს.

საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ასევე გავრეცებული ინფორმაციით, რეფერალურ საავადმყოფოში მისვლას გეგმავს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან გომელაური, ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

დღის ამბები