19 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში - ოპოზიცია ხელისუფლების პირველ პირებს განმარტებებს სთხოვს

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკითხვები აქვს ოპოზიციას და ის განმარტებას ხელისუფლებისგან ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" ევრმა, ხატია დეკანოიძემ სპეცოპერაციას “უთავბოლოდ” დაგეგმილი უწოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაგვიანებული რეაგირების გამო გააკრიტიკა. პარტიამ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართა და საზოგადოებისთვის სპეცოპერაციაზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.

სოზარ სუბარი 18 მინისტრიდან ერთადერთი იყო, რომელიც მედიასთან კომენტარისთვის ჩავიდა. სუბარმა განმარტა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა.

უმრავლესობამ ოპონენტებს საგანგებოდ მიმართა და ნაადრევი შეფასებებისგან თავის შეკავება ურჩია. მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციამ სპეცოპერაციაზე პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

სპეცოპერაციის მიმართ კითხვები აქვთ "ევროპულ საქართველოში". პარტიაში სუს-ისგან სპეცოპერაციაზე დეტალური ინფორმაციის წარდგენას ელოდებიან.

დაუგეგმავი სპეცოპერაცია უწოდა და ძალოვანი უწყების პირველი პირები გააკრიტიკა ფრაქცია "პატრიოტების" თავმჯდომარემ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე პროცესებს. 

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს განცხადება ამერიკის ელჩმაც გააკეთა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თითქმის 1 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. არ არის გამორიცხული კითხვებზე პასუხის გასაცემად უმცირესობამ პარლამენტში ძალოვან უწყების პირველი პირებიც დაიბაროს.

დღის ამბები