20 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
დანაშულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ოფიციალური განცხადებები პირველი პირების მხრიდან

პირველი ოფიციალური განცხადება ქვეყნის პირველი პირების მხრიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპეარაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ქალაქში, ფაქტობრივად ბრძოლა მიმდინარეობდა.

დადასტურებული ინფორმაციით, დანაშულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს და ექსპერტებს სპეკულაციებისგან თავის შეკავება ურჩია.

ამავე თემაზე
დღის ამბები