20 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ავარია ახმეტაში - დაშავებულია მამაკაცი

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ქისტაურის ხიდზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ხიდის ჯებირს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

მძიმედ დაშავდა მანქანის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სახანძრო სამსახურია მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დღის ამბები