17 დეკემბერი 2017,   04:26
ვრცლად
„განსაკუთრებით როცა დაიძაბა სიტუაცია, მაშინაც საცხოვრებელ კორპუსებში ადამიანები იყვნენ," - დავით ქაშიაშვილი

"ყველაზე უფრო უცნაური, რაც კი ვნახე, იყო ყვითელი ლენტის მასშტაბები,“- ასე იხსენებს „კურიერის“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს. ქაშიაშვილი 22 საათის განმავლობაში სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციას აშუქებდა.

მისი თქმით, ადგილობრივები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცავებმა შეუშვეს, რის შემდეგაც სროლა განხორციელდა.

„განსაკუთრებით როცა დაიძაბა სიტუაცია, მაშინაც საცხოვრებელი კორპუსების სახლების ნაწილში ისევ იყვნენ ადამიანები. ღამე ადამიანებს არ უშვებდნენ უსაფრთხოების გამო, რაღაც ეტაპზე შეუშვეს, რომ შეუშვეს პირველი გასროლის და აფეთქების ხმა იყო,“- აღნიშნა დავით ქაშიაშვილმა.

დღის ამბები