17 დეკემბერი 2017,   04:18
ვრცლად
"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საკმაოდ კარგად მომზადებულები იყვნენ"- დავით კაკულია

„სპეცრაზმელები ცდილობდნენ ისე ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია, ისე გაკეთეს ყველაფერი, რომ მინიმალური ყოფილიყო მსხვერპლი და დანაკარგი. ჩემი აზრით, მათ მხოლოდ იმიტომ გამოიძახეს ჯავშანმანქანები, რომ ჰქონოდათ ე.წ. ფარი,“- ამის შესახებ „კურიერის“ ჟურნალისტმა, დავით კაკულიამ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს რამდენიმე ტიპის სპეცრაზმი მუშაობდა. ჟურნალისტის შეფასებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კარგად მომზადებულები და შეიარაღებულები იყვნენ.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საკმაოდ კარგად მომზადებულები იყვნენ"-აცხადებს დავით კაკულია.

დავით კაკულიამ „რუსთავი 2-ის“ სახელით სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები