23 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
თინა ხიდაშელის შეფასებით მაღალჩნოსნების განცხადებებმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა გააჩინა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კითხვები ძალიან ბევრია და მით უმეტეს ახლა, როცა ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთდა განცხადებები.

თინა ხიდაშელის თქმით მისთვის გაუგებარია, როცა სუს-ის უფროსი არ სცემს პასუხს ელემენტარულ კითხვებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ბრალდებულები და ა.შ. მისივე განმარტებით აბსოლუტურად გაუგებარი იყო პრემიერის განცხადებაც, რომელმაც ფაქტობრივად ჭკუა დაარიგა პოლიტიკოსებს რა უნდა ეთქვათ და რა არა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს არ იყო ჩვეულებივი სპეცოპერაცია და ამაზე უნდა არსებობდეს სტრატეგიული პასუხი.

„ეს არის ყველაზე საშიში, როდესაც შენ გაქვს განცდა, რომ ასეთი სტრატეგიული პასუხი სახელმწიფოს არ აქვს,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი საშუალება იმის, რომ საზოგადოებას გაეგო რა ხდებოდა, ეს იყო მედია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები