19 აპრილი 2024,   07:17
ვრცლად
"სახელმწიფო სამსახურებმა დამაჯერებლად შეძლეს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა"- არჩილ თალაკვაძე

„სუს-მა, შსს-მ, სახელმწიფო სამსახურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისნი მზად არიან დაიცვან საზოგადოების, მოქალაქეების, ქვეყნის უსაფრთხოება. სახელმწიფო სამსახურებმა დამაჯერებლად შეძლეს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა,“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

„სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა ორივე მიზანი შესრულებულია - პირველი არის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, რაც მოხერხდა წარმატებით და საფრთხის და შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება, რაც დღის ბოლომდე შესრულდა,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ მეტ შეკითხვას უპასუხებს.

„დღის განმავლობაში საკმარისი ინფორმაცია, რაც გონივრულ ფარგლებში უნდა ჰქონოდა მედიას, ყველას, მოწოდებული იქნა,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები ისმოდა.  

"რაც დღეს ვნახეთ, ალბათ, საზოგადოება თანხმდება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული, როგორიც სამოქალქო ცხოვრებაში შეიძლება ყოველდღიოურად ხდებოდეს, ეს არ იყო ძრცვა, არც ყაჩღობა, ჩვენ ვნახეთ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საათების განმავლობაში ცეცხლს უხსნიდა სპეცრაზმს,"- აღნიშნა თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძემ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები