20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
„ასეთი პოლიტიკური შეფასება, ჩემი აზრით, არის სამარცხვინო,“ - სერგი კაპანაძე არჩილ თალაკვაძეს მიმართავს

„ასეთი პოლიტიკური შეფასება, რომელიც ახლა შენ გააკეთე, ჩემი აზრით, არის სამარცხვინო,“ - ასე მიმართა გადაცემა „არჩევანში“ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა სერგი კაპანაძემ, უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს.

არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში განაცხადა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები ისმოდა. რაზეც კაპანაძემ თქვა, რომ პარტიის წევრები მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებდნენ.

„გვესმის, რომ უსაფრთხოება ქვეყნის არის უზენაესი ღირებულება, რა თქმა უნდა, სპეცოპერაცია, რომელიც მთავრდება იმით, რომ არც ერთი სამოქალაქო არ არის დაღუპული, არის წარმატებული, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა როდესაც იღუპება სპეცრაზმელი. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების გაუნებელყოფა არის წარმატება. ამაზე ვინ დაობს. რას ჩხუბობთ, რა პოლიტიკურ შეფასებებს იძლევი,“ - განუცხადა სერგი კაპანაძემ არჩილ თალაკვაძეს.

ამის საპასუხოდ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო" განცხადებების გაკეთების დროს ძალიან ადეკვატური.

კაპანაძემ თავის მხრივ, თალაკვაძეს სოზარ სუბარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეახსენა და აღნიშნა რომ მისმა განცხადებამ არაადეკვატური შთაბეჭდილება დატოვა იმ ფონზე, როდესაც თბილისში ამ მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

დღის ამბები