25 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე
შეზღუდვებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე - კერძოდ კი ნაქერალას უღელტეხილთან აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ანალოგიური შეზღუდვაა დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის ანდეზიტი-ღადოლარის 31 კილომეტრიან მონაკვეთზე.

დღის ამბები