24 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
ბოლო 10 დღის განმავლობაში გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსთან პოლიციის მანქანები იდგნენ - ადგილობრივები

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ საკუთარ სახლებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კვლავაც ვერ ბრუნდება. გუშინდელი ღამე ამ ადამიანებმა სასტუმროში გაათენეს.

საცხოვრებელ კორპუსში და მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია ისიც, თუ რა მდგომარეობაშია თავად კორპუსი, რომელიც 18 საათის განმავლობაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო შეტაკებების ეპიცენტრი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სრულად დაზიანებულია კორპუსის ორი სართული.

გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთი მცხოვრებლის განცხადებით, ის ბინა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ,  რამდენიმე  წლის წინ ქისტებმა შეიძინეს, შემდეგ კი გააქირავეს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ცოლ-ქმარი ცხოვრობდა შვილებთან ერთად, თუმცა ბოლო ხანებში სხვა მამაკაცები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლის განცხადებით, ახალგაზრდები ამ ბინაში, დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მეზობლებმა ისიც შენიშნეს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში კორპუსთან პოლიციის მანქანები იდგნენ. 

გაბრიელ სალოსის გამზირზე სამართალდამცავები ისევ რჩებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები