20 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
ზაალ კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ დაჯგუფების წევრები ნამდვილად ახმედ ჩატაევის თანამებრძოლები იყვნენ

ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუსახელებია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული და დაკავებული თავდამსხმელების ვინაობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული ახმედ ჩატაევია. "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ სპეცრაზმის მიერ გუშინ ლიკვიდირებული ჯგუფი სწორედ ჩატაევის რაზმი იყო, თუმცა მას დაზუსტებით ამაზე საუბარი უჭირს, რადგან გვამები თავად არ უნახავს. კასრელიშვილის განცხადებით თუ ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევიც არის მაშინ ქვეყანას საქმე გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხესთან აქვს.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ძალები, რომლებმაც საშუალება მისცეს ტერორისტთა შავ სიაში მყოფ ჩატაევს  სამი ქვეყნის საზღვრის უვნებლად გადაკვეთის,“-განაცხადა კასრელიშვილმა.

ზაალ კასრელიშვილი დანამდვილებით, ამბობს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი,  რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ებრძოდა ნამდვილად ჩატაევის თანამებრძოლები იყვნენ.

„ჩვენი ვერსიით ორი მიზანი ამოძრავებდათ. ერთი იყო მათი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება საქართველოს ციხიდან და მეორე, რუსეთში გადასვლა. რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და რომელსაც უფრო იოლად მოახერხებდნენ ამას გააკეთებდნენ. როგორ აპირებდნენ ციხიდან გამოხსნას თავისი თანამებრძოლისა, რომელიც დაკავებულია პანკისის ხეობიდან, ორი ადამიანი. სავარაუდოდ, მათ უნდა მძევლები აეყვანათ და შემდეგ როცა მძევალი გყავს შეიძლება აიძულო დათმობაზე წავიდეს მაგრამ მერე ვეღარ გადავიდოდნენ, ვერ გავიდოდნენ რომც გაეთავისუფლებინათ მეგობარი, მერე გადაადგილება უკვე გაკონტროლდებოდა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციური გაერთიანების სპეცდანაყოფების მიერ,“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა. 

დღის ამბები