19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი"- ისნის გამგებელი გაბრიელ სალოსის გამზირზე ექსპერტების ყოფნას ადასტურებს

ისნის რაიონის გამგებელი გაბრიელ სალოსის გამზირზე იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. კახა ლაბუჩიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კორპუსში ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც 25 ბინის შესწავლას დაიწყებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაში დაიდება დასკვნა, რამდენად უსაფრთხოა ბინები საცხოვრებლად.

„ადგილზე მოსულები არიან თბილისის ლაბორატორიის ექსპერტები, მაგრამ სიტუაციას ართულებს ის, რომ კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი და რამდენიმე აფეთქების შემდეგ ჩვენ ხალხს ჯერ მაინც ვერ შევასახლებთ, თუ სრულფასოვან ექსპერტიზას არ ჩავუტარებთ. ამიტომ როგორც კი გავლენ კრიმინალისტები, შემდეგ მოხდება შენობის დასუფთავება, შემდეგ მოხდება ექსპერტიზის სრული ანალიზი,“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები