24 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
საკადრო ცვლილებები შსს-ში - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა 

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.

გიორგი გახარიას თქმით, საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

„ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია აქ დგომა და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები ეს ერთი, მეორე - ძვირფასო პოლიციელებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ დღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს,“-მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შს მინისტრმა.

განცხადება გააკეთა საპატრულო პოლიციის ახალმა ხელმძღვანელმაც.

თეიმურაზ კუპატაძის თქმით, მისი მთავარი მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და პოლიციისადმი ნდობის გაზრდა.  კუპატაძემ თანამშრომლებს გვერდში დგომის პირობა მისცა.

„მე მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად ღირსეულად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა,“-განაცხადა კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძეს შსს- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დღის ამბები