25 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ვინ არიან სახალხო დამცველის კანდიდატურები - პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობოებს შეხვდება

სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრას ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უჩა ნანუაშვილი უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. ამ დროისთვის ომბუდსმენის მომავალ კანდიდატურებად პარლამენტში ორი უფლებადამცველი სახელდება - სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში თავმჯდომარეს საკუთარ 4 კანდიდატურას წარუდგენენ - ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე.   

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ საუკეთესო კანდიდატურას შეარჩევენ.

 „მმართველი გუნდი ისე არ იქცევა, რომ ჯერ მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ გამართოს ფორმალური შეხვდრები, დღევანდელი შეხვედრა არის გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენ გვექნება დამატებით შიდა კონსულტაციები და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო კანდიდატურას ავარჩევთ. როცა საქმე ეხება სახალხო დამცველის კანდიდატურას, პასუხისმგებლიან სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დემოკრატიაზე პრეტენზია, საუკეთესო, პროფესიონალს, ობიექტურ ადამიანს ირჩევს. ვფიქრობ, ასეთს აუცილებლად შევარჩევთ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები