ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ ადგილზე კვლავ რჩებიან ექპერტ-კრიმინალისტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი.
მოსახლეობას სადარბაზოში კვალავაც არ უშვებენ, მათ შორის, არც საკუთარი ნივთების ასაღებად.
სპეციალისტები დამატებით სწავლობენ, თუ რა მდგომარეობაშია თავად კორპუსი, რომელიც 18 საათის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებების ეპიცენტრი იყო. მათი განცხადებით, შენობა ისედაც ავარიული იყო.
მოსახლეობის თქმით, იმ ბინის მეპატრონე, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, საზღვარგარეთ ცხოვრობს. წლების განმავლობაში ბინაში ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა, დაახლოებით თვენახევარია, იქ ახალგაზრდა მამაკაცები ცხოვრობდნენ.