18 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
გარდაცვლილ ტერორისტებს შორის პანკისელები არ იყვნენ - ხეობის უხუცესები

ხეობის უხუცესების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ტერორისტებს შორის პანკისელები არ იყვნენ. რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი დუისის მკვიდრი, ამჟამად სირიაში მებრძოლი გურამ გუმაშვილი იყოს, ამ ინფორმაციას უარყოფს მისი ბიძა, ზაურ გუმაშვილი, რომელიც ასევე ხეობის უხუცესია.

პანკისელებს ინფორმაცია არა აქვთ არც ახმედ ჩატაევის შესახებ. მათთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე იყო, რაც მათ გარკვეულ ეჭვებს უჩენს.

ამ დრომდე ხეობაში არ გამოჩენილან ასლანბეგ ჟაბრაილოვი და მისი ცოლის ძმა, რომელიც ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ დაკითხა.

დღის ამბები