17 დეკემბერი 2017,   04:26
ვრცლად
კრიზისი საპატრიარქოში და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - თეოლოგები პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ 

საქართველოს პატრიარქის მიერ საკუთარ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირის დასახელების ფაქტს, თეოლოგები ეხმაურებიან. თეოლოგების ნაწილი მეუფე შიოს ღირსეულ კანდიდატს უწოდებენ. მეორე ნაწილი კი ხაზგასმას მიტროპოლიტის რუსეთთან კავშირზე აკეთებს.

თეოლოგების  თქმით, შესაძლოა პატრიარქის გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობდეს, მათ შორის ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ანდა კრიზისი, რომელიც საპატრიარქოში არსებობს.

თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მეუფე შიო პატრიარქობის კანდიდატიც იყოს. 

„ცოცხალი პატრიარქის შემდეგ თანამოსაყდრეს კარგა ხანია არ ყოფილა, ამიტომ რეალურად რა შინაარსით აივსება ჩვენა არ ვიცით. რაც შეეხება მომავალ პატრიარქს, თუ ასე მოხდება, რომ პატრიარქი აღარ იქნება ჩვენთან და დარჩება თანამოსაყდრე, შეიძლება ითქვას, რომ რეალური კანდიდატი იქნება.

"შესაძლოა სხვა მიზეზი იყოს, შიდა კრიზისი საპატრიარქოში, შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასჭირდა მას ეს,“-განაცხადა თეოლოგმა ლაშა აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები