25 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 22 ნოემბერს თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ ადამიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებს 7 ათასი ლარი მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა, ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მცხეთის შესასვლელში დააკავეს. 

დღის ამბები