15 დეკემბერი 2017,   23:59
ვრცლად
ეს პატრიარქის გადაწყვეტილებაა, ამაზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი - ჩიხრაძე პატრიარქის თანამესაყდრეზე

„ეს პატრიარქის გადაწყვეტილებაა, ამაზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პატრიარქის თანამესაყდრედ მეუფე შიოს დასახელების შემდეგ გააკეთა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესა და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, საპატრიარქოში იმყოფებოდა.

ფიქრია ჩიხრაძემ არ დააკონკრეტა, შეხვედრისას შეეხებოდა თუ არა საუბარი მეუფე შიოს თანამესაყდრედ დანიშვნას.

„მეუფე შიოც იმყოფებოდა აქ და ბევრი სხვა მეუფეც იმყოფებოდა, მოგეხსენებათ სადღესასწაულო დღეა და იყო ჩვეულებრივი სადღესასწაულო შეხვედრა ნამდვილად,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა დღეიდან უკვე უწმინდესის თანამესაყდრე მეუფე შიოც. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საქართველოს პრეზიდენტის სულიერი მამა და ბავშვობის მეგობარიცაა.

გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. 

დღის ამბები