25 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
სუს-მა სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ტერორიზმში ბრალდებულად ცნო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ტერორიზმში ბრალდებულად ცნო. მას 2 მუხლით გაასამართლებენ, რაც 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის წარდგენას დაკავებულის სახაზინო ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ესწრებოდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ში არ ადასტურებენ.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები