19 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
რესტორან "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია

რესტორან "თაღლაურაში" ხანძარი ლიკვიდირებულია. ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში ცეცხლს 10 სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა რესტორანში მყოფი სტუმრების ევაკუაცია. ხანძრის გამო გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. 

რესტორნის მეპატრონის განმარტებით, ხანძარი შესაძლოა, ბუხრიდან გაჩენილიყო. ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია. 

ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო ეკიპაჟები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები