24 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
ზვავი, ღვარცოფი და შტორმი - სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ 

უამინდობა საქართველოში - დღეიდან თბილისში ნალექი უნდა შეწყდეს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. რეგიონებში კი, სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს ელოდებიან. მთაში ზვავებისა და ღვარცოფების საშიშროებაა, შტორმი იქნება შავ ზღვაზე.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება. ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ - მეწყერული წარმონაქმნები. ამის გამო შესაძლებელია, კვლავ შავ ზღვაზე იყოს 4-5 ბალიანი შტორმი,“ - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

უამინდობის გამო, შეზღუდვებია გზებზეც. ფარავანის უღელტეხილსა და ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად აკრძალულია. გუდაური-კობის, ჯვარი-უშგულის, ცაგერი-ლენტეხის, ასევე ალპანა-ცაგერის მონაკვეთებზე, ასევე ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და დიდი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის ნებადართული გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე.

დღის ამბები