24 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანებულია ტერორისტულ ორგანიზაციაში - პროკურორი

22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს ბრალი, ორი მუხლით აქვს წაყენებული.

როგოც თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავებულს ბრალი ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედება.

პროკურორი ირაკლი მარშანია საქმის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძვლები არსებობს.

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანებულია ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, საბრძოლო მასალის და ასევე ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა და ტარება. სხვა ინფორმაციას საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. უბრალოდ განვმარტავ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,“ - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომა მხარეების მოთხოვნის საფუძველზე დახურულია, თუმცა მედიას არც შუამდგომლობის დაყენებისას მიეცა სასამართლო დარბაზში შესვლის შესაძლებლობა.

მედიას სხდომის დარბაზთან მიახლოების საშუალებაც არ აქვს. მისასვლელები სპეციალური ლენტით არის ჩაკეტილი.  

ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. ის ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები