19 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
"ენმ" აჭარის მთავრობას 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამატის აღებაში ადანაშაულებს 

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამატი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჟურნალისტებს აჭარის მთავრობისა და ოთხი სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ აღებული თანხები წარუდგინა.

რეზო ხარაზის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ივნისიდან ნოემბრამდე დანამატის სახით 28 ათას ლარზე მეტი აიღო. რაც შეხება დანარჩენ ოთხ მინისტრს, ხარაზი აცხადებს, რომ მათ მუშაობა სავარაუდოდ, არჩევნებისთვის დაუფასეს. 

“მინდა მოვუწოდოთ მათ, ნუ აზიან ფაროსანასავით რეგიონის ბიუჯეტს. ის თანხა, რომელიც გამოყოფილია რეგიონის ბიუჯეტის მოსახლეობაზე, გადაანაწილონ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც სჭირდება რეგიონებს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რეზო ხარაზმა.

დღის ამბები