23 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
„პატრიარქის გადაწყვეტილება ბევრ საჭორაო თემას მოსპობს"- დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მოსაყდრის დასახელებას ეხმაურება

„პატრიარქის გადაწყვეტილება, რომელსაც მე ბრძნულს დავარქმევ, ძალიან ბევრ კითხვას სცემს პასუხს და ბევრ საჭორაო თემას მოსპობს,“- ეს განცხადება დეკანოზმა, კახაბერ გოგოტიშვილმა ილია მეორის მიერ მოსაყდრის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, საპატრიარქოს ადმინისტრაციულ მმართველობას დიდი ენერგია სჭირდება, პატრიარქი კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ენერგიას ვეღარ ხარჯავს.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განმარტებით, ილია მეორის გადაწყვეტილება საპატრიარქოს თანამშრომლებისთვის, მღვდელმთავრებისთვის უცნობი იყო.

„ადმინისტრაციულ მმართველობას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, უწმინდესი თავისი ჯანმრთელობის გამო ხშირად ამ ენერგიას ასე ვეღარ ხარჯავს, სამწუხაროდ, მისი ასაკიდან გამომდინარე. მეუფე შიო იქნება შემწე მისი ადმინისტრაციულ საკითხებში. საპატრიარქოში ვინც ვართ, თანამშრომლებს, სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს ვგულისხმობ, ყველა ამბობს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო,“- განაცხადა დეკანოზმა, კახაბერ გოგოტიშვილმა.  

გადაწყვეტილების მოულოდნელობაზე საუბრობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილიც. 

„ყველასთვის მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ შიო მუჯირი ახალგაზრდა მღვდელმთავარი გახლავთ, ძალიან გამიხარდა პატრიარქის გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს არის სწორი არჩევანი. მეუფე შიო გახლავთ განათლებული ადამიანი და ჩვენი კარგი მეგობარი,“- განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები