15 დეკემბერი 2017,   23:58
ვრცლად
სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანია გარდაცვლილი - შსს

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.

"მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში,"- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ამავე თემაზე
დღის ამბები