17 დეკემბერი 2017,   04:13
ვრცლად
"ასეთ სასტუმროს უნდა შეუწყდეს ექსპლუატაცია,“- მედეა ვასაძე სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარ ხანძარს ეხმაურება

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" განვითარებულ მოვლენებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე ეხმაურება და სახანძრო ნორმების დარღვევაზე საუბრობს.

„მიუხედავად იმისა რომ სამაშველო სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობდა, მათ განცხადებებში შეინიშნებოდა ერთგვარი თავშეკავებულობა. წინასწარ შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ სასტუმროს ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემები.

"ტურიზმის დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, რომ გარკვეულწილად სასტუმრო ლეო გრანდი გასულ წელს შემოწმდა და მას მიენიჭა რეკომენდაციის სტატუსი. 2017 წელს არ შემოწმებულა ამ კუთხითო. იგივეს აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელობა. მე ვფიქრობ რომ პრობლემა არსებობდა და ამ პრობლემაზე ზედამხედველობა იყო გაწეული, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთ სასტუმროს უნდა შეუწყდეს ექსპლუატაცია,“-აცხადებს მედეა ვასაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები