18 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
სასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს

სასტუმრო „ლეოგრანდი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ბათუმის ვიცემერი ადასტურებს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სწორედ სახანძრო სისტემების გაუმართაობის გამო დაჯარიმდა.  

„როგორც ჩვენთვის ცნობილი არის იყო დაჯარიმებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მიზეზებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ... დაჯარიმებული იყო სხვადასხვა დარღვევის გამო,“ - განაცხადა ვიცე-მერმა. 

უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმროს მენეჯმენტიკი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ასევე, არ აცხადებენ, რა გახდა, სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

სასტუმროში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.  

 
ამავე თემაზე
დღის ამბები