რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა თანამდებობა დატოვა. იგორ პლოტნიცკის გადადგომის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან უკრაინის სეპარატისტული რეგიონი დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.
თანამდებობის დატოვების ოფიციალურ მიზეზად პლოტნიცკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. მის მოვალეობას ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი შეასრულებს.
ლუგანსკის სეპარატისტულ ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების გამო დაიწყო.