25 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
ინციდენტი ლონდონის მეტროსადგურ Oxford Circus-სთან - დაშავდა 16 ადამიანი

ლონდონის მეტროსადგურ Oxford Circus-სთან მომხდარი ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მასობრივი პანიკა და განგაში დედაქალაქის ცენტრში ორ მამაკაცს შორის ჩხუბმა გამოიწვია.

გავრცელდა ცნობა სადგურის პლატფორმაზე სროლის შესახებაც, თუმცა სამართალდამცველებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. ეჭვმიტანილებს კი ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტა და მოქალაქეებს შენობებისთვის თავის შეფარება ურჩია. განგაში ლონდონში რამდენიმე საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა.

დღის ამბები