20 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
საქართველომ აშშ-ის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დაასრულა.

ბორჯღალოსნებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს უმასპინძლეს და 21:20 მოიგეს.

ანგარიში მატჩის დებიუტში ამერიკელმა მორაგბეებმა გახსნენ, რასაც ქართველების ტექნიკური ლელო მოჰყვა. პირველ ტაიმში თავი ლევან ჩილაჩავამ და ჯაბა ბრეგვაძემ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში დაძაბული ბრძოლა გაგრძელდა და საქართველომ მხოლოდ 1 ქულის სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ნოემბერში ბორჯღალოსნება 3 მატჩი ჩაატარეს. ჯერ დინამო არენაზე კანადის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ კარდიფში უელსის ნაკრებთან 13:6 დამარაცხდნენ.

დღის ამბები