19 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
"მოსამართლეების მიმართ წრეგადასული ლანძღვა-კრიტიკა-დემონიზება მიმდინარეობდა"- ევა გოცირიძე

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა ევა გოცირიძეს შეკითხვები „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურა მიუღებელია.  

„თქვენ ბრძანდებოდით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელში პოლიტიკური იარაღი სასამართლოს სისტემის შიგნით. დღესაც თვლით თუ არა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიღებული საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია?“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიციის წევრის შეკითხვას ევა გოცირიძემ უპასუხა. მან "რუსთავი 2-ის" საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ილაპარაკა. 

„ისეთი წრეგადასული ლანძღვა-კრიტიკა-დემონიზება მიმდინარეობდა მოსამართლეების, რომ ეს სცილდებოდა ყოველგვარი ნორმალური კრიტიკის ფარგლებს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ყოფილიყო დაშვებული. მე შევახსენე ყველას, რომ ჟურნალისტმა და ყველამ უნდა დაიცვან ის მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც არის განუყოფელი გამოხატვის თავისუფლებისგან.

"რაც შეეხება თქვენს განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა „რუსთავი 2-თან“ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა. ეს ხომ ასე არ მომხდარა. არსებითად მას ჯერ საქმე არ განუხილავს. ჩავთვალე, რომ ეს იყო ძალიან საშიში პრეცედენტი, რომ სამოქალაქო საქმეზე მომხდარიყო გადაწყვეტილების შეჩერება, სადაც ორი თანაბარი მხარე უკავშირდება ერთმანეთს და შეჩერება ყოველთვის გულისხმობს გადაწყვეტილებას ერთი მხარის სასარგებლოდ, ამან მომავალში შიძლება გამოიწვიოს ის, რომ უამრავმა სახელმწიფო, უამრავი საქმის მხარემ შეიძლება მიმართოს სტრასბურგს ანალოგიური მოთხოვნით და ამან გამოიწვიოს მასობრივად მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხება, “- განაცხადა ევა გოცირიძემ. 

 

დღის ამბები